,,მუსიკალური რინგი"

21 სექტემბერი 2022, 11:32 1297 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა ახალი პროექტი დაიწყო. ,, მუსიკალური რინგი" ასე ჰქვია კონკურსს, რომელშიც ახალგაზრდა მუსიკოსები მონაწილეობენ. რინგის პირველი დღე ბენდმა ,,ელანძემ" გახსნა. ჯგუფი მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრებით წარსდგა. მიმდინარე თვე კიდევ 5 მუსიკალურ საღამოს დაეთმობა, დღეს კი რინგზე, დუეტი ,,ფრაგმენტი" გამოვა. მუსიკალური ცენტრის პროექტი წლის ბოლომდე გაგრძელდება, მიზანი ახალბედა ბენდების პოპულარიზაციაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში