ანტიკორუფციული მოძრაობის ბრიფინგი

22 სექტემბერი 2022, 11:51 644 ნახვა

„ანტიკორუფციული მოძრაობის“ განცხადებით ბათუმის მერიის საქმიანობაში კორუფციული გარიგების ნიშნები იკვეთება. კერძოდ, 2021 წელს მერიასა და შპს „აჯარას“ შორის გაფორმებულ  ხელშეკრულებას, რომელიც ბათუმის ტერიტორიაზე  გარე-რეკლამების  განთავსებას შეეხება, ვადა გაუვიდა.

მიუხედავად ამისა კომპანია ხელშეკრულების გარეშე აგრძელებს მუშაობას. 2016 წელს გაფორმებული ხუთწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიას მოგების 18 პროცენტი უნდა გადაეხადა მერიისთვის.

ბათუმის მერიაში წერილობით გვიპასუხეს, რომ შპს „აჯარასთან“ ხელშეკრულება შეწყვეტილია და მის უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. 

ასევე ამბობენ, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ კომპანია უკანონო საქმიანობისთვის უკვე დააჯარიმა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში