იუსტიციის მინისტრი: დაუშვებელია, როცა სასამართლოზე ვსაუბრობთ, სიტყვა „კლანი“ გამოვიყენოთ

22 სექტემბერი 2022, 14:38 634 ნახვა

ე.წ სასამართლოს კლანზე დღეს იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ ტერმინი „კლანის“ დამკვიდრებას გარკვეული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ, რათა შექმნან საზოგადოებაში დანაშაულებრივ ჯგუფზე წარმოდგენა.

მისივე განცხადებით, როცა სასამართლო სისტემაზე მიდის საუბარი, აღსანიშნავია ის ტრანსფორმაცია და ევოლუციური განვითარება, რომელიც განიცადა 2012 წლიდან დღემდე მართლმსაჯულების სისტემამ.

რაც შეეხება მურუსიძისა და ჩინჩალაძის მიმართ დასმულ კითხვას, არიან თუ არა ისინი დამნაშავეები, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ მისთვის მსგავსი კითხვები მიუღებელია, ვინაიდან არ დაირღვეს  უდანაშაულობის პრეზუმფცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში