საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმა, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი - გარემო

22 სექტემბერი 2022, 14:40 1375 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 სექტემბრიდან 25 სექტემბრის დილის საათებამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება. ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს) მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში