რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის - ნიკა მელია

22 სექტემბერი 2022, 15:44 659 ნახვა

რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში - შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ სტუმრობისას განაცხადა.

ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს ჩამოართმევს ხელს, ოღონდ, უნდა დარწმუნდეს, რომ ის არის გულწრფელად მოწადინებული, დამარცხდეს რეჟიმი, თუმცა ეს რწმენა არ აქვს დღეს დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით.

მისივე განმარტებით, კეზერაშვილთან არანაირი საერთო არ ექნება და მიაჩნია, რომ უკეთესია, რაც უფრო შორს იქნება ის პოლიტიკური სპექტრისგან.

"კეზერაშვილს რაც შეეხება, მე ამ ადამიანს ხელი ჩამოვართვი შარშან, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მე მას არ ვიცნობდი. ჩემი დამოკიდებულება ცნობილი იყო, გასაგები იყო ის, რაც ვთქვი და გასაგები გახდა, რაც ვთქვი შემდგომში. ყველა ადამიანს ჩამოვართმევ ხელს, ოღონდ, უნდა დავრწმუნდე, რომ ის არის გულწრფელად მოწადინებული, დამარცხდეს რეჟიმი, მე ეს რწმენა არ მაქვს დღეს. მე ამ ადამიანთან არანაირი საერთო არ მექნება, არც მაქვს და მიმაჩნია, რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან ეს ადამიანი, მით უფრო უკეთესი იქნება მისთვის პირადად და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ამ წუთის მდგომარეობით ამ ყველაფრით შემოვიფარგლები“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში