შეხვედრა ევროპარლამენტარებთან

23 სექტემბერი 2022, 12:06 541 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ევროპარლამენტის წევრებს მარინა კალიურანდს და სვენ მიკსერს უმასპინძლა.

თორნიკე რიჟვაძემ ევროპარლამენტარებს რეგიონის ტურისტული პოტენციალი გააცნო და ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე ისაუბრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროპარლამენტის რეზოლუციის პირობებზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ ყველა სამთავრობო უწყება ერთობლივად მუშაობს საერთო მიზნის მისაღწევად, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

თავის მხრივ ევროპარლამენტარებმა გამოთქვეს მზადყოფნა ითანამშრომლონ და მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავარი მიზნის მიღწევაში, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში