პრემიერის გამოსვლა გაეროში

23 სექტემბერი 2022, 12:07 726 ნახვა

გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ევროინტეგრაციაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმაზე, განაცხადა, რომ  ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა ძლიერი მოტივაციაა საქართველოსა და  მოქალაქეებისთვის. ისაუბრა იმ რეფორმებზეც, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ახორციელებენ.

პრემიერმა მთავრობის გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება. ისაუბრა პანდემიის  შემდგომ გაზრდილ ეკონომიკაზე, განხორციელებულ ინვესტიციებსა და სატრანზიტო შესაძლებლობებზე.  პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია სამხრეთ კავკასიის გარდაქმნა შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის რეგიონად.

საქართველო დგას უკრაინის გვერდით. - ეს განცხადებაც პრემიერმა  გაეროში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ისაუბრა იმ დახმარებაზე, რომელიც ქვეყანამ უკრაინას გაუწია, აღნიშნა, რომ ომში მყოფ ქვეყანას საქართველომ 1000 ტონაზე მეტი ტვირთი გაუგზავნა.მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ წამოაყენა, შეუერთდა და მხარი დაუჭირა ყველა მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად წამოყენებულ თითქმის 400 რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ პოზიციას და სხვა ინიციატივებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში