ვის აჯარიმებს ზედამხედველობის სამსახური? - ენმ განმარტებებს ითხოვს

23 სექტემბერი 2022, 14:29 864 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უმაღლეს საბჭოს, პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს დაინტერესდნენ ბათუმში არსებული უკანონო მშენებლობებით.

რეზო ხარაზის განცხადებით,  ქალაქის მერი არ ასაჯაროვებს ინფორმაციას როგორ მუშაობს ზედამხედველობის სამსახური. მისივე განმარტებით, ჩნდება რეალური ეჭვი, რომ აღნიშნული სამსახური არის კორუფციულ გარიგებაში  მშენებლებთან.

ამის დასტურად რეზო ხარაზი ასახელებს მერიიდან გამოთხოვილ ინფორმაციას, რომელიც მისი მტკიცებით, არასრულია და რეალურად არ ჩანს სად და რომელი სამშენებლო კომპანია დააჯარიმა ზედამხედველობის სამსახურმა,  მიზეზად კი როგორც პარტიაში ამბობენ კონფიდენციალობა დასახელდა.

''ნაციონალური მოძრობის'' ბრალდებას  მუნიციპალური ინსპექციაში წერილობით პასუხობენ. მათი  ინფორმაციით, 2022  წლის 1 იანვრიდან 20 სექტემბრამდე უწყების მიერ გამოვლინდა 96 სამშენებლო სამართალდარღვევა უნებართვოდ წარმოებულ მშენებლობასთან დაკავშირებით და დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება.

,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“-ს მიერ უნებართვოდ წარმოებულ მშენებლობასთან დაკავშირებით დაჯარიმდა 45 სამართალდამრღვევი, ასევე დადგენილებით განისაზღვრა მშენებლობის შეჩერება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

ასევე ვინაიდან აღმოიფხვრა სამშენებლო სამართალდარღვევა უნებართვო  მშენებლობასთან დაკავშირებით გამოიცა 23 დადგენილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე გამოიცა 15 დადგენილება უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობის შეჩერების  და 27 დადგენილება ჯარიმის დაკისრების თაობაზე - წერია განცხადებაში.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში