14 კმ-იანი საცობი რუსეთ-საქართველოს საზღვართან

24 სექტემბერი 2022, 14:49 831 ნახვა

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ისევ რამდენიმე კილომეტრიანი საცობია. ქვეყანაში შემომსვლელთა ნაკადმა განსაკუთრებით  პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ იმატა. ომში წასვლით შეშინებულები - რუსეთიდან ოჯახებით მოდიან.

რუსეთის მოსახლეობამ ასეთი პროტესტი მას შემდეგ გამოხატა, რაც პირადად მათ შეეხოთ უკვე პუტინის გადაწყვეტილება მობილიზაციის შესახებ და სრულწლოვანი კაცების უმეტესობა ომში გაწვევას დაექვემდებარა.

ნაწილი ამბობს, რომ საქართველოს ე,წ. ტრანზიტ ქვეყანად გამოიყენებენ და შეეცდებიან, რომ სხვა ქვეყანაში გადავიდნენ. 

ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რამდენმა მოქალაქემ გადმოკვეთა საზღვარი რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ.

ამ დროისთვის ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან 14-კილომეტრიანი საავტომობილო რიგებია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში