ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

24 სექტემბერი 2022, 18:06 799 ნახვა

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციისთვის ევროპის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტისა, მოპასუხე სახელმწიფოს კვლავ რჩება უპირობო ვალდებულება ზედმიწევნით აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვარს  გამოაქვეყნა და რომელსაც ოკუპანტი ქვეყანა არ ასრულებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთა კომიტეტმა სრული შემადგენლობით მხარდაჭერა გამოუცხადა ქართულ მხარეს და მკაცრად მოუწოდა რუსეთს სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისკენ.

ქართული მხარის ინიციატივით, კომიტეტი "ომის" საქმის განხილვას მომდევნო სხდომაზე, 2022 წლის დეკემბერში დაუბრუნდება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში