„ოპერის ოქროს ხმა“ გაიხსნა

25 სექტემბერი 2022, 11:00 854 ნახვა

„ოპერის ოქროს ხმა“ - ბათუმი ვოკალისტთა პირველ საერთაშორისო კონკურსს მასპინძლობს. ღონისძიება საზეიმოდ  ბათუმის „საზაფხულო თეატრში“უკვე  გაიხსნა. 

კონკურსში  30 ქვეყნის 80-მდე ოპერის მომღერალი მონაწილეობს, საუკეთესოს კი საერთაშორისო  ჟიური  30 სექტემბერს გამოავლენს.  

კონკურსი მონაწილეებს საშუალება ეძლევათ  განვითარდნენ პროფესიულად და საკუთარი შესაძლებლობები მსოფლიო მასშტაბით წარმოაჩინონ. 

საპრიზო  ფონდი 15  ათას ევროს შეადგენს. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს ფულადი ჯილდოს გარდა ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში