პუტინის გეგმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში

25 სექტემბერი 2022, 14:18 742 ნახვა

გარდა რუსეთის მოქალაქეებისა, პუტინი ცდილობს უკრაინის წინააღმდეგ ომში ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდანაც მოახდინოს მოქალაქეების მობილიზაცია  - უკანასკნელის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „მედუზა“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა პირმა მიაწოდა.

ამავე პირის ცნობით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებიდან შესაძლოა იძულებით რამდენიმე ათასი ადამიანი გაიწვიონ.

სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში