თეა წულუკიანის განცხადება - შეფასებები 

25 სექტემბერი 2022, 15:07 696 ნახვა

იქნება თუ არა ცხელი შემოდგომა, რასაც ოპოზიცია აანონსებდა - ''ქართულ ოცნებაში'' ამას სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება 2024 წლის არჩევნებს ელოდება.

ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში საუბრისას, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ოპოზიციას გასაცოდავებული, გაპარტახებული და განულებული უწოდა, რომლებსაც არ გააჩნიათ კოორდინაცია, გუნდურობა და მობილიზება.

თეა წულუკიანის განცხადებას მოჰყვა შეფასებები ოპონენტების მხრიდან. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“  საზოგადოებაში უიმედობას თესავს და აჩენს განცდას, რომ „ოცნება“ შეუცვლელია.

ოპოზიციის ნაწილი კი მინისტრს განცხადებების ნაწილში ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ოპოზიცია დღეს მართლაც დასუსტებულია.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში