მიმართვა იუსტიციის სამინისტროს

26 სექტემბერი 2022, 14:20 589 ნახვა

გამოცხადდეს მორატორიუმი უძრავ ქონებასთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქეებისთვის - იუსტიციის სამინისტროს განცხადებით  პარტია “ანა დოლიძე-ხალხისთვის“  მიმართავს.

პარტიის წევრები მოუწოდებენ იუსტიციის სამინისტროს, რომ შეიმუშავონ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მოაწესრიგებს მოქალაქეების ჭარბად შემოდინებას და ბინადრობის ნებართვის მიღებას საქართველოში.

ასევე დროებითი ღონისძიების ფარგლებში რეგიონში მიმდინარე საომარი მდგომარეობის დასრულებამდე შეაჩერონ რუსეთის მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვის გაცემა.

პარტიის წარმომადგენლის თქმით, პარლამენტს მიმართეს საკანონმდებლო წინადადებით, თუმცა დღემდე არ განუხილავთ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში