საქართველოს მთავრობა: სამივლინებო ხარჯი 30 ლარამდე იზრდება

26 სექტემბერი 2022, 18:10 1076 ნახვა

ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა არსებული 15 ლარიდან 30 ლარამდე იზრდება, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება თითოეულ ქვეყანასთან მიმართებით არსებული რეალობის გათვალისწინებით.

განახლებული ნორმებით იხელმძღვანელებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი, რომლისთვისაც ანალოგიური ნორმები დადგინდება.

გადაწყვეტილების შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში