ბათუმის მერისა და „EBRD“-ის წარმომადგენლების შეხვედრა 

26 სექტემბერი 2022, 17:43 773 ნახვა

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენსა და ბანკის სათავო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე  EBRD-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ბათუმში განხორციელებული პროექტები განიხილეს.

ბათუმის მერიასა და  EBRD-ის თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, ,,ბათუმის ავტობუსების პროექტი“.

ასევე ბათუმის მწვანე ქალაქების სამოქმედო გეგმა, რომელიც EBRD-ის გავლით დაფინანსდა. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში