ვითარება ლარსის საბაჟოსთან

27 სექტემბერი 2022, 12:05 768 ნახვა

პუტინის რეზონანსული გადაწყვეტილების გამო რუსეთის დატოვების მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. საზღვრებთან რიგები დგას. გამონაკლისი არც საქართველოა.

რუსეთ-საქართველოს საზღვართან ავტომობილების რამდენიმე კილომეტრიანი საცობია. მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, სადაც სატრანზიტო მანქანებთან ერთად ავტომობილების გრძელი რიგებია. ადამიანები ხშირ შეთხვევაში მანქანებს ტოვებენ და საზღვარზე ფეხით შემოდიან.

გაზრდილი ნაკადების გამო რუსეთი ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტთან  სამხედრო კომისარიატს ხსნიან. პირები, რომელთაც გაწვევის დოკუმენტი აღმოაჩნდებათ, ქვეყნის საზღვარს ვეღარ გადაკვეთენ.

ოპოზიცია უკონტროლო შემოსვლაზე საუბრობს, რაც შესაძლოა დიდი საფრთხე აღმოჩნდეს ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ამ ეტაპზე საზღვარზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში