თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პირველი რაუნდი საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის 

27 სექტემბერი 2022, 14:28 816 ნახვა

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყო.

ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებით, საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით.

შეთანხმება დაფარავს რამდენიმე საკითხს: საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციას და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ინვესტიციას, მომსახურებით და ციფრულ ვაჭრობას.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში