ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

27 სექტემბერი 2022, 14:38 642 ნახვა

ხმაური იყო ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე. ნაციონალური მოძრაობის წევრები  საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის ტრანსპორტით მომსახურების შეწყვეტაზე განმარტებებს ითხოვდნენ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მერიის გადაწყვეტილებით დაახლოებით 2 000-მდე ბავშვს  ბაღში მისვლის პრობლემა შეექმნება.  „ნაციონალური მოძრაობის წევრების“ კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ „ქართულ ოცნებაში“.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ასი ათასამდეა, მერია ბავშვების ბაღში ტრანსპორტირების ხარჯებს ისევ დაუფინანსებს, რასაც ოპოზიცია უსამართლოდ მიიჩნევს.

რაც შეეხება დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, ხელვაჩაურის საკრებულომ დღეს ამხანაგობისა და ბინათმესაკუთრეობის განვითარების ხელშესაწყობად თანხების განკარგვის ახალი  წესი დაამტკიცა. 

საკრებულოს წევრებმა ასევე მიიღეს განკარგულება, რომლითაც სოფელ თხილნარსა და მახოში  გარე განათების ბოძები  ინტერნეტიზაციის მიზნით ერთ-ერთ კომპანიას  სარგებლობაში გადასცა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში