საქართველოს და შვეიცარიის გენერალური პროკურორების შეხვედრა

28 სექტემბერი 2022, 14:06 571 ნახვა

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა და სამომავლო ურთიერთობის მზაობა - ამ თემებზე ისაუბრეს საქართველოს და შვეიცარიის გენერალურმა პროკურორებმა შეხვედრაზე.

სტეფან ბლატლერი საქართველოში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.

საერთაშორისო ოთხდღიან კონფერენციას 65 ქვეყნის 400 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე ექსპერტები ესწრებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში