შეხვედრა ლიეტუვის პროკურორთან

28 სექტემბერი 2022, 10:19 352 ნახვა

საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე წლიურ კონფერენციას, ასევე გენერალურ შეხვედრას მასპინძლობს თემაზე - "გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს  სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები". 

საქართველოში ლიეტუვას გენერალური პროკურორი და მისი  მოადგილე  იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში უცხოელ კოლეგებს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა უმასპინძლა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების მიმართულებით თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და კონფერენციაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში