სანქციები გაცდენებზე

17 იანვარი 2017, 00:00 2393 ნახვა

პეტრე ზამბახიძე, დღეს, არც უმაღლეს საბჭოში გამოჩენილა. მისგან განსხვავებით, საერთოდ არცერთ სხდომას არ დასწრებია ლევან ვარშალომიძე. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი აჭარაში, კოლეგების კრიტიკის ობიექტი, კიდევ ერთხელ გახდა.დასჯერდებიან თუ არა ისინი კრიტიკას, უახლოეს მომავალში გაირკვევა. მანამდე კი, უმაღლეს საბჭოში, დეპუტატების დასწრების მკაცრ კონტროლს იწყებენ. არასაპატიო მიზეზით გაცდენის, შესაძლოა, მათ ჯარიმები დაეკისროთ. საუბარია სხვა ტიპის სანქციებზეც.

კიდევ ერთი დეპუტატი, რომელსაც ასევე გაცდენები აქვს, ოპოზიციონერი კანონმდებელია. ბუჯანაძე-დემოკრატების წევრი გიორგი ცინცქილაძე, თუმცა, როგორც უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე განმარტავს, ცინცქილაძე გაცდენების შესახებ პირადად მას აფრთხილებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში