ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რა თქმა უნდა, მიუღებელია - თორნიკე რიჟვაძე

29 სექტემბერი 2022, 11:52 913 ნახვა

ლუკაშენკოს ვიზიტი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რა თქმა უნდა, მიუღებელია, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

"მინდა გამოვეხმაურო ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, არღვევს ოკუპაციის კანონს და რა თქმა უნდა, მიუღებელია. აფხაზეთი საქართველოა და ამას ვერანაირი ვიზიტი ვერ შეცვლის“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში