„ხალხის ძალა“ - ვგმობთ ბელარუსის პრეზიდენტის ე.წ. ვიზიტს აფხაზეთში

29 სექტემბერი 2022, 14:27 649 ნახვა

"ვგმობთ ბელარუსის პრეზიდენტის ე.წ. ვიზიტს აფხაზეთში, როგორც უკიდურესად არასწორ და არამეგობრულ ნაბიჯს" - საქართველოს პარლამენტის წევრები - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი განცხადებას ავრცელებენ.

დეპუტატები განცხადებით  გმობენ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ე.წ. ვიზიტს აფხაზეთში. 

„მშვიდობიანი ფორმით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ქართველებისა და აფხაზების სამომავლო ძმური თანაცხოვრება ერთიან ქართულ სახელმწიფოში.​ ​ამ მიდგომიდან და მიზნიდან ვერ უნდა გადაგვახვევინოს ვერავითარმა პროვოკაციამ, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის“,- აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში