ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში - პოლიტიკური შეფასებები

29 სექტემბერი 2022, 15:00 651 ნახვა

ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში და პოლიტიკური გამოხმაურება. ეს ის საკითხია, რომელზეც ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთ აზრზეა. მომხდარი უმძიმეს და შემაშფოთებელ ფაქტად ფასდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. 

დეპუტატები აცხადებენ, რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ ურთიერთობებს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

მთავრობის მხრიდან მკაცრ რეაგირებას და უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს ოპოზიცია.

როგორც უმრავლესობა ამბობს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმისთვის, რომ მომხდარს შესაბამისი პასუხი გასცეს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში