რუსეთის მოქალაქეთა ნაკადი 40-45 პროცენტით არის გაზრდილი - შსს

29 სექტემბერი 2022, 18:03 706 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე რუსეთის მოქალაქეთა ნაკადი 40-45 პროცენტით არის გაზრდილი.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა სამართალდამცავი უწყებები კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პირებს, ვისაც აქვს დარღვეული ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, ან აქვთ სხვა ტიპის დარღვევები, უარი ეთქვათ საზღვარზე გადმოსვლაზე.

ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც დარღვევა არ აქვთ, ბუნებრივია, კანონმდებლობის გათვალისწინებით მათი შემოშვება ხდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში