განახლებული ავტოპარკი - ოპოზიციის განცხადება და მერიის განმარტება

30 სექტემბერი 2022, 11:25 594 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  ქედაში ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. დეპუტატის თქმით, ორი დასტერისა და ერთი პიკაპის ფირმის ავტომობილები მერიამ საკუთარი კომფორტისთვის შეიძინა და ამის საჭიროება არ არსებობდა.

დავით სირაბიძე ამბობს, რომ ბიუჯეტი ხალხისაა და მათ საჭიროებებს უნდა მოერგოს.  ქედის მერი ამბობს, რომ ავტოპარკი ამორტიზებული იყო და სამსახურების სრულყოფილად მუშაობისთვის მისი განახლება აუცილებელია.

მანქანების შეძენისთვის 176 ათასი ლარი დაიხარჯა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში