სახალხო დამცველობის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა

30 სექტემბერი 2022, 11:36 645 ნახვა

სახალხო დამცველის თანამდებობის დაკავების სურვილი 19-მა კანდიდატმა გამოთქვა.  მათ შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და  მოქმედი დეპუტატიც. ასევე ნინო ლომჯარიას მოადგილე.

ოთხი კრიტერიუმის მიხედვით შეარჩევენ ქვეყნის მთავარ უფლებადამცველს. ესენია  რეპუტაცია, მიუკერძოებლობა, განათლება და გამოცდილება.

პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებსა და პარლამენტის შვიდკაციან ჯგუფს ექნება შესაძლებლობა, 21 ოქტომბრის ჩათვლით დაასახელონ მათი კანდიდატი.   უნდა დასახელდეს სულ მცირე შვიდი კანდიდატი. 

სახალხო  დამცველის  თანამდებობა ვაკანტური წლის ბოლოს გახდება,  ამ  პოსტის დასაკავებლად კი  კანდიდატების განაცხადების მიღების პროცესი უკვე დასრულდა.    

სახალხო დამცველის კანდიდატის მხარდაჭერას 90 ხმა სჭირდება.   

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში