შეხვედრა სახალხო დამცველის შესარჩევ კომისიასთან

30 სექტემბერი 2022, 14:26 2608 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარე სახალხო დამცველის კანდიდატის შესარჩევად შექმნილ  9 წევრიან კომისიას შეხვდა. კომისიის წევრებს უკვე გადაეცათ დოკუმენტაცია და დეტალური ინფორმაცია ომბუდსმენობის კანდიდატებთან დაკავშირებით.  

კომისიის  წევრებმა სათითაოდ უნდა განიხილონ ცხრამეტივე კანდიდატი და 10 ბალიანი სისტემით შეაფასონ, ამისათვის ვადა მათ 13 ოქტომბრამდე აქვთ.  

კომისია საკითხზე მუშაობას მომდევნო კვირიდან დაიწყებს,  კრიტერიუმები კი, რითაც ახალი ომბუდსმენი უნდა შეფასდეს, დამოუკიდებლობა, რეპუტაცია და პროფესიული გამოცდილება იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში