მთავრობის სხდომა

30 სექტემბერი 2022, 14:40 538 ნახვა

ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება 770 მილიონი ლარით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გახდება მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე, სხვაგან 365 ლარი.

მთავრობის მეთაურის თქმით, იანვრიდან ხელფასები 20 პროცენტით გაეზრდება პოლიციელებს, ჯარისკაცებსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს.  

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში