აშშ-ს ელჩი გიორგი ვაშაძის ბრალდებაზე

30 სექტემბერი 2022, 17:40 602 ნახვა

ამერიკის ელჩი არ ადასტურებს გიორგი ვაშაძის ბრალდებებს. ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის სავარაუდო გადაცემასთან დაკავშირებით სავსეა უზუსტობებით და არის არასწორი, – აცხადებს კელი დეგნანი.

ელჩს კითხვა დაუსვეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის განცხადებაზე, რომელშიც ის ამბობს, რომ "უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი, რაზეც "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა.

კელი დეგნანმა ე.წ. ოთხეულის საპასუხოდ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებულ შტატების სურვილი არ ყოფილა და არც არის საქართველოს ომში ჩართვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში