„ქართული ოცნების“ მმართველობის 10 წელი

01 ოქტომბერი 2022, 15:00 555 ნახვა

დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების შედეგია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია,- ასე აჯამებს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის 10 წელს.

განცხადებაში, რომელიც პარტიამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ ზუსტად 10 წლის წინ, ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმარჯვა დანაშაულებრივ ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელიც ყველა ფასეულობას ებრძოდა და ფეხქვეშ თელავდა.

დღეს საქართველო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, ღრმად გვწამს, რომ ქართველი ხალხის თანადგომით, ყველა სირთულეს ღირსეულად დავძლევთ.-წერია განცხადებაში.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში