პრემიერ - მინისტრის ვიზიტი

18 იანვარი 2017, 00:00 1805 ნახვა

საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი ესპანეთში გრძელდება. გიორგი კვირიკაშვილს ,,ელ-პარდოს” სასახლეში ესპანეთის მეფემ ფელიპე მეექვსემ უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას შეეხო, რომელიც მადრიდში დღეს იხსნება. აუდიენციის შემდეგ  სამეფო სასახლეში მიღება გაიმართა. ღონისძიება 2017 წლის მდგრადი ტურიზმის განვითარების საერთაშორისო წლად გამოცხადებას მიეძღვნა. მიღებას მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს სიტყვით ესპანეთის მეფე ფელიპე მეექვსემ მიმართა. 

ამავე კატეგორიაში