10 ოქტომბრამდე საქართველოში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

04 ოქტომბერი 2022, 13:25 1340 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ოქტომბრამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

მათივე განმარტებით, 5 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე დათბება.
ქ. თბილისში მიმდინარე კვირაში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 5 ოქტომბერს დღის საათებში +29, +31, 6-7 ოქტომბერს  +25, +27 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 8-9 ოქტომბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და კიდევ აგრილდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში