,,ენმ“ ბათუმში ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

04 ოქტომბერი 2022, 11:01 628 ნახვა

ბაგრატიონის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების დაგვიანებას აპროტესტებს „ნაციონალური მოძრაობა.“ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართეს და ბათუმის მერიისგან კითხვებზე პასუხები მოითხოვეს, თუ რატომ გაიწელა სამუშაოები.

ასევე აცხადებენ, რომ ქალაქის ბიუჯეტი პირველი ხელშეკრულების დარღვევის გამო ფინანსურად დაზარალდა. რვა მილიონიანი პროექტისთვის საბოლოო ჯამში თანხების დამატება გახდა საჭირო.

ოპოზიციის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად დასტურდება, რომ კომპანია „ზიმო 7“ გასული წლის მარტში გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევის გამო 400 ათას ლარზე მეტით დაჯარიმდა.

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულება კომპანია „ნიუპოვერთან“ გაფორმდა, რომელმაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად  6 მილიონ ლარზე მეტი უნდა გამოიყენოს.

ამ დროისთვის სამუშაოები  მიმდინარეობს, რომლის დასრულებაც ივნისში იგეგემება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში