ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

04 ოქტომბერი 2022, 15:00 7039 ნახვა

პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა. ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.

აღინიშნა საქართველოს მიმართ საფრანგეთის, როგორც უმსხვილესი საერთაშორისო დონორის როლი  დემოკრატიული რეფორმების, ინსტიტუციონალური მოდერნიზაციისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით.

გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანგ დიპლომატს საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში