საზოგადოებრივი აზრის კვლევა

18 იანვარი 2017, 00:00 1909 ნახვა

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დღეს კვლევის მეორე ნაწილი წარმოადგინა. - “ენდიაის” და სი-არ -არის” გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ 2012 წლისა და 2016 წლის არჩევნების პერიოდში ზეწოლის ფაქტები არ ყოფილა. გამოკითხულთა 40%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დგას, 10% თვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. 3% პროცენტისთვის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ამდენივესთვის  „თავისუფალი დემოკრატები“.  გარდა ამისა,  59% მომხრეა, რომ არჩევნებზე ხმა ელექტრონული წესით მისცეს.  გამოკითხვა ეხება მოსახლეობის მოლოდინებსაც. 42% ფიქრობს, რომ ახალი პარლამენტი უკეთესად იმუშავებს, ვიდრე წინა. ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში,  პასუხი 33 %-მა არ იცის.

ამავე კატეგორიაში