აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო სამუშაოები

06 ოქტომბერი 2022, 11:21 1110 ნახვა

ციტრუსის მოსავლის დასაცავად ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება დასავლეთ საქართველოში. აჭარაში სურსათის ეროვნული სააგენტოს 31 ერთეული სპეცტექნიკაა მობილიზებული.

უწყების ინფორმაციით, ქობულეთის სოფლებში - ალამბარი, მუხაესტატე, გვარა, ხალა, ციხისძირი, ქობულეთი, ხუცუბანი  უკვე დამუშავებულია 2000 ჰექტრამდე ფართობი.

წამლობა უსაფრთხოების წესების დაცვით, მეფუტკრე ფერმერების ჩართულობით ღამის საათებში მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტო და აზიური ფაროსანის საწინააღმდეგო ღონისძიებების მართვის ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვას საკუთარი მოსავალი, ჩაერთოს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში და მექანიკური მეთოდების გამოყენებითაც გაანადგუროს მავნებელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში