ოპოზიციის ბრალდება თორნიკე რიჟვაძეს და დავით ბალაძეს - მმართველი გუნდი განცხადებას სიცრუეს უწოდებს

06 ოქტომბერი 2022, 14:21 1003 ნახვა

მფარველობს თუ არა თორნიკე რიჟვაძე - დის ქმარს და აჭარის  ყოფილ ფინანსთა მინისტრის მიერ გაცემულ სამშენებლო ნებართვას შერიფ ხიმშიაშვილის 3  ნომერში?   ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ითხოვენ ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები.

ოპოზიციის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას და ამის გამო დავით ბალაძის მიერ გაცემულ ნებართვას  თორნიკე რიჟვაძე მფარველობს. ტერიტორიაზე, რომელზეც განცხადების ავტორები საუბრობენ, სამშენებლო პროცესი თორნიკე რიჟვაძის ბრძანებით შეჩერებულია, თუმცა ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს აინტერესებთ, რატომ ირიცხება იგივე ტერიტორია კომპანიის სახელზე თუ ის უკანონოდაა გაცემული.

განცხადების ადრესატებს ბათუმის მერია და ფინანსთა სამინისტროში წერილობით გამოეხმაურნენ და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები სიცრუეში დაადანაშაულეს.

უწყებებში განაცხადეს, რომ აღნიშნულ მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის, ხოლო რაც შეეხება ხელშეკრულებას,  აცხადებენ, რომ მიმდინარეობს კომპანიასთან შეთანხმების შეწყვეტის პროცედურები.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში