პარლამენტში ლევან დავითაშვილს უსმენენ

06 ოქტომბერი 2022, 14:46 607 ნახვა

პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს  უსმენენ. ლევან დავითაშვილი, რომელიც ამავდროულად ქვეყნის ვიცე-პრემიერიცაა საუბრობს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მიღწევებზე,  გამოწვევებსა და ეკონომიკურ პოლიტიკაზე.

მოხსენების დაწყებისთანავე აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეძლო ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება და ეკონომიკური ზრდის გაგრძელება.   

მინისტრის ინფორმაციით,  წინა წლებთან შედარებით  რეკორდულად მზარდია ქვეყანაში ტურიზმის აღდგენის ტენდენცია, უცხოური ინვესტიციები და პოზიტიურია ექსპორტის შედეგები.  

ლევან დავითაშვილმა სტრუქტურულ რეფორმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ  ენერგო სექტორი და ენერგო დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მთავარი  პრიორიტეტი და ამ მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას უახლოეს მომავალში  წარედგინება. მან გაზიფიცირების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  2022-2024 წლის გეგმაზე მუშაობა დაწყებულია, რომლის დასრულების შემდეგაც საქართველოს მოსახლეობის 92 % სრულად გაზიფიცირებული იქნება.  გამოწვევად რჩება ინფლაცია და სიღარიბე. 

მინისტრის  ინფორმაციით,  ამის მიუხედავად, ქვეყანაში სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში