უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება

07 ოქტომბერი 2022, 13:23 930 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 11 ოქტომბრის შუადღემდე დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10 ოქტომბრის შუადღემდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელ-ჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მათივე განმარტებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში