დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის

07 ოქტომბერი 2022, 17:56 1200 ნახვა

ბათუმში მე-12 კლასელებს შორის დაპირისპირების დროს დაშავებული მოზარდი ისევ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკაში რჩება. მკურნალი ექიმის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. დაზარალებულის დედა ამბობს, რომ მის შვილს საქმის გასარჩევად 20-ზე მეტი მოზარდი დახვდა და სცემეს. როგორც ირკვევა ინციდენტი კლასში დაიწყო. თანატოლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება თავდაპირველად ტელეფონის სამუხტს მოჰყვა,შელაპარაკება გაკვეთილების  შემდეგ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, დაკითხული არიან ინციდენტში მონაწილე პირებიც. შსს-ში განგვიცხადეს, რომ ფაქტზე არავინ დაუკავებიათ. განათლების სამინისტროში კი კომენტარი არ გაკეთებულა.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში