პრემიერ - მინისტრის ვიზიტი

18 იანვარი 2017, 00:00 1814 ნახვა

საქართველოს პრემიერ - მინისტრის ვიზიტი ესპანეთში გრძელდება. საქართველო მადრიდში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. პირველად, გამოფენის ისტორიაში, ქართულ საგამოფენო სივრცეს დღეს ესპანეთის მეფე ფელიპე VI დედოფალთან ერთად ესტუმრა. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ დღეს გიორგი კვირიკაშვილსა და საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთხელ ჰქონდათ შესაძლებლობა, ფილიპე მეექვსესთან საქართველოზე ესაუბრათ.

ამავე კატეგორიაში