საზოგადოებასთან ურთიერთობის ტრენინგი თავდაცვის ძალებში 

09 ოქტომბერი 2022, 14:43 549 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრებმა გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით სპეციალური კურსი გაიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ინსტრუქტორებმა მსმენელებს თანამედროვე საინფორმაციო გარემო, კომუნიკაციების სფეროში არსებული დოქტრინები, დირექტივები, თანამედროვე გამოწვევები და ეთიკის წესები გააცნეს.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა საზოგადოებასა და მასმედიასთან ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გაიღრმავეს.

თეორიული ნაწილის გარდა, ტრენინგი პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში