ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის შიგნით მშვიდობიან გარემოს

09 ოქტომბერი 2022, 20:08 595 ნახვა

ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით გონიერება გვჭირდება, ემოციების ნაკლებობა, მეტი მუშაობა, მეტი ეკონომიკური განვითარება,  - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ  ქვეყანა ძალიან მტკიცედ მიუყვება არჩეულ მშვიდობიან პოლიტიკას. მან ენერგოუსაფრთხოებაზეც ისაუბრა. თქვა, რომ ენერგომომარაგების კუთხით ზამთარში ჩვენს ქვეყანას  შეფერხება არ ექნება.

„მსოფლიო ბანკის შეფასებით, მთელი ევროპის და ცენტრალური აზიის მასშტაბით ყველაზე რეკორდული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ევროპის ქვეყნებში ამ მიმართულებით არის ძალიან მძიმე ვითარება - აცხადებს პრემიერი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში