კანონპროექტი “დეოლიგარქიზაციის შესახებ" 

10 ოქტომბერი 2022, 14:43 455 ნახვა

ამ წუთებში პარლამენტის ბიუროს სხდომა იწყება, რომელზეც დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი დაინიცირდება. დოკუმენტი უკრაინულ მოდელზეა შექმნილი, რასაც ოპოზიციის ნაწილი აპროტესტებს.

ამბობენ, რომ სხვა ქვეყნის პრინციპები დაკოპირებულია, რაც მათი ოპოზიციის შეფასებით მიუღებელია. მიაჩნიათ,  რომ კანონის  იმპლემენტაცია ამ პრობლემას  ვერ გადაჭრის,  და უნდა მოხდეს სახელმწიფო ინსტიტუციების ფუნდამენტური რეფორმა, რაც მათი აზრით,  არაფორმალური მმართველობის შემცირებას გამოიწვევს. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ,  რომ  დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებული კანონპროექტი ნეიტრალური კანონია.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში