პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონს განიხილავს

10 ოქტომბერი 2022, 17:52 619 ნახვა

პარლამენტში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის ინიციატორიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტია, ისე დაინიცირდა, რომ თანმდევი კანონის პროექტები თან არ ახლავს.ბიუროს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა ბიუროს წევრებს მიუთითა, რომ აღნიშნული კანონის მიღება რიგ სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილებებს იწვევდა, რაც ძირითად პროექტთან ერთად წარდგენილი არ იყო.იურიდიულმა დეპარტამენტმა ბიუროს რეკომენდაციით მიმართა, რომ პროექტის ინიცირებისას ამ ფაქტზე ემსჯელათ და გადაწყვეტილება ისე მიეღოთ. ოპოზიციური პარტიები მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ, ამბობენ, რომ დოკუმენტის უკრაინული მოდელის  უცვლელად ქართულ რეალობაზე  მორგება დაუშვებელია და დეოლიგარქიზაციის კანონის საკუთარ ვერსიაზე მუშაობას აგრძელებენ. ქართული ოცნების დეპუტატები კი ამბობენ, რომ დოკუმენტი ნეიტრალურია, რომელმაც უკრაინის შემთხვევაში ვენეციის კომისიის მოწონება დაიმსახურა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში