10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა

10 ოქტომბერი 2022, 18:21 605 ნახვა

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელზეც მინისტრის პირველი მოადგილე მოხსენებით წარსდგა, თემზე: ,,ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა.,,აჭარის  ჯანდაცვის  სამინისტრომ პროგრამა 2017 წელს დანერგა და მისი მიზანია ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა, პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. მსგავსი ტიპის პროგრამა მხოლოდ აჭარის რეგიონში ფუნქციონირებს. მიმდინარე  წელს გაიზარდა პროგრამის დაფინანსება, ბიუჯეტი 730 ათას 750 ლარს შეადგენს და სერვისით 50 ბენეფიციარი სარგებლობს“ - აღნიშნა სხდომაზე. პროგრამის ბენეფიციარები არიან ხანდაზმულები, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები, რომელთა მართვა სახლის პირობებში შეუძლებელია და ამავე დროს ვერ აკმაყოფილებენ სტაციონარული მომსახურების პირობებს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში