საარჩევნო რეფორმა

11 ოქტომბერი 2022, 12:06 638 ნახვა

ევროსაბჭოს დავალებების შესასრულებლად ქართველი პოლიტიკური პარტიები მუშაობას განაგრძობენ, თუმცა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე ისევ არ ემთხვევა.

ოპოზიცია საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მიღებულ კანონპროექტს, რომელიც ”ქართულმა ოცნებამ” შეიმუშავა, ისევ იწუნებს და ასახელებენ იმ კონკრეტულ საკითხებს, თუ რის გამოც მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი არასრულყოფილია, ცვლილებები კი ფასადური.

მათ საკუთარ ვერსიაზე მუშაობა დაასრულეს. სწორედ დღეს განიხილავენ ოპოზიციის ნაწილის მიერ შემუშავებულ ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში