მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი

11 ოქტომბერი 2022, 11:25 697 ნახვა

ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე პარლამენტის რამდენიმე კომიტეტში მსჯელობა გრძელდება. 2023 წლის ბიუჯეტი  21 მლრდ 302 მილიონით განისაზღვრა, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასი 20%-ით გაიზრდება, რისთვისაც ბიუჯეტში 290 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების განსახორციელებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 770 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიების ზრდა.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 290 მლნ ლარზე მეტით. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე  6 მილიარდ ლარზე მეტია  გათვალისწინებული.

საკანონმდებლო ორგანო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებს შეიმუშავებს და მას უკან მთავრობას გადაუგზავნის. ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტში არსებულ ზედმეტ ხარჯებზე ამახვილებს ყურადღებას და ალტერნატიულ საბიუჯეტო პროექტზე საუბრობს.

მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევების ფონზე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რამაც გაზრდილი ბიუჯეტი გამოიწვია მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში